ცნობილი გახდა, როდის დაუბრუნდება სამწვრთნელო საქმიანობას მასიმილიანო ალეგრი

AutoSharing Option
ცნობილმა იტალიელმა დამრიგებელმა მასიმილიანო ალეგრიმ განაცხადა, რომ მიმდინარე სეზონში სამწვრთნელო საქმიანობას აღარ დაუბრუნდება.

"შეშლილმა მაქსმა" ESPN-თან საუბრისას აღნიშნა, რომ მას ივნისამდე დასვენება სურს და გუნდების ვარიანტებსაც მხოლოდ ამის შემდეგ განიხილავს.

შეგახსენებთ, რომ ალეგრი ბოლოს "იუვენტუსს" ედგა სათავეში, რომელიც 2019 წლის ზაფხულში დატოვა. მას ასევე "მილანი", "კალიარი" და სხვადასხვა იტალიური გუნდი დაუმოძღვრავს.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული