"ინტერის" 17 წლის ფორვარდმა გატანილი გოლი დედასთან ჩახუტებით აღნიშნა [PHOTO]

AutoSharing Option
მილანის "ინტერის" 17 წლის ფორვარდმა სებასტიანო ესპოზიტომ "ჯენოასთან" მოგებულ (4:0) შეხვედრაში 64-ე წუთზე პენალტი ზუსტად შეასრულა და პროფესიონალურ დონეზე პირველი გოლი გაიტანა.

თინეიჯერი ფეხბურთელისთვის "ინტერის" მაისურით გატანილი პირველი გოლი იმდენად გასახარი იყო, რომ სებასტიანო პირდაპირ დედასთან გაიქცა ჩასახუტებლად.

ბუნებრივია, აღნიშნული ემოციური და თბილი კადრები ფოტოგრაფებს არ გამოპარვიათ.

Sportall.Ge

მკითხველის კომენტარები / 1 /
ეტყობა დედით ქართველია! :)
ლუკა
01:41 24-12-2019
0

სიახლეები პოპულარული