არც მეტი, არც ნაკლები - "მილანი" "ატალანტასთან" განადგურდა - 0:5 [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
"მილანი" ახალი მთავარი მწვრთნელი სტეფანო პიოლის ხელშიც არ იცვლება და საშინლად ასპარეზობას განაგრძობს - სერია A-ს მე-17 ტურში "როსონერი" ბერგამოში, "ატალანტასთნ" განადგურდა- 0:5.

პირველი ტაიმი მასპინძლებმა გომესის მე-10 წუთზე გატანილი გოლით 1:0 მოიგეს. მთავარი ამბები კი მეორე ნახევარში მოხდა.

61-ე წუთზე პაშალიჩმა ანგარიში 2:0 გახადა, 63-ე და 71-ე წუთებზე ილიჩიჩმა დუბლი შეასრულა. 83-ე წუთზე კი, მურიელმა საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

ამ გამარჯვების შემდეგ 31 ქულით "ატალანტამ" მე-5 პოზიციაზე გადაინაცვლა, ხოლო "მილანი" 31 ქულით მე-9 ადგილზე დარჩა.


ბერგამო, გევისს სტადიუმი

ატალანტა -
მილანი 5:0

1:0 გომესი (10), 2:0 პაშალიჩი (61), 3:0 ილიჩიჩი (63), 4:0 ილიჩიჩი (71), 5:0 მურიელი (86)
მკითხველის კომენტარები / 3 /
სამწუხაროდ ფარჩაკების გუნდია ვერანაირ კრიტიკას რო ვერ უძლებს
irakli
22:04 22-12-2019
1
ეეეჰჰ, კიდე კაი უფრო დიდი ანგარიში არ დაფიქსირდა. 7-0, 8-0 და ეს მილანია, ოღონდ წნორისა.
milan
19:34 22-12-2019
0

სიახლეები პოპულარული