რონალდომ სუპერფინალის ვერცხლის მედალი იუკადრისა და მოიხსნა

AutoSharing Option
"ლაციოსთან" საუდის არაბეთის დედაქალაქ ერ-რიადში ჩატარებულ იტალიის სუპერთასზე (1:3) "იუვენტუსის" თავდამსხმელმა რონალდომ შეუცვლელად ითამაშა, მაგრამ თავის გუნდს ვერაფრით დაეხმარა.

ნამატჩევს პორტუგალიელი აშკარად უკმაყოფილო იყო, ხოლო როდესაც ვერცხლის მედალი გადასცეს, უმალ მოიხსნა.

მან 6 წლის მანძილზე პირველად წააგო ფინალი - ბოლოს 2013 წლის 17 მაისს დამარცხდა "რეალთან" ერთად "ატლეტიკოსთან" ესპანეთის თასის გადამწყვეტ მატჩში - 1:2, მას შემდეგ კი ზედიზედ 12 ფინალში იმარჯვა.

კრიშტიანომ სერია A-ს მიმდინარე ტურნირის 14 მატჩში 10 გოლი (3 პენალტით) და 1 საგოლე გადაცემა მიითვალა.

მკითხველის კომენტარები / 13 /
აბა როგორ ეკადრებოდა “ისტორიაში საუკეტესუს” ...
4
რა თქმა უნდა ძალიან მაგარი ფეხბურთელია. ყველა აღიარებს და თავისი მიღწევებით ისტორიაშიც შევა როგორც ერთერთი საუკეთესო. სამაგალითო სპორცმენია, რასაც ვერ ვიტყვით მის ადამიანობაზე. ისეთი გამოხტომები აქვს , რომ ზოგჯერ გავიწყდება თუ რა მაგარი იგროკია
Homer
04:01 23-12-2019
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული