კრიშტიანო რონალდო: ჩემი გამოწვევაა, ფილმში მივიღო მონაწილეობა

AutoSharing Option
ტურინის "იუვენტუსის" თავდამსხმელმა კრიშტიანო რონალდო განაცხადა თუ რა შეიძლება გააკეთოს ფეხბურთელის კარიერის დასრულების შემდეგ.

"ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინ ფეხბურთელები 30-32 წლამდე თამაშობდნენ, ახლა კი მოედანზე შეიძლება 40 წლის ფეხბურთელებიც კი შეგხვდნენ.

როცა ჩემი სხეული სათანადოდ არ იმუშვებს მოედანზე, მაშინ ჩემი წასვლის დროს მოვა.

ჩემი წარმატება ცხოვრების წესისა და მუხლჩაუხრელი შრომის შედეგია. მუდმივად ვმუშაობ იმაზე, რომ ფიზიკურად და მენტალურად უკეთესი გავხდე. ფეხბურთიდან წასვლის შემდეგაც ვაპირებ განვაგრძო განათლების მიღება.

იმედია, რომ 50 წელზე მეტს ვიცოცხლებ, რომ უფრო მეტი ვისწავლო და სხვადასხვა
ბარიერები გადავლახო. ერთ-ერთი გამოწვევა, რომელსაც ჩემს წინ ვხედავ ფილმში მოანწილეობაა.

ყოველთვის ვიძლევი რეკომენდაციას, რომ რამე ახალი გაიგონ. ყოველთვის ამისკენ მივილტვი, განათლებისკენ, რადგან ის მაძლევს პასუხებს იმ კითხვებზე, რომელსაც საკუთარ თავს ვუსვამ", - თქვა რონალდომ.

მომზადებულია Goal.com-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 1 /
"ჩვენ რასაც ვაკეთებთ მხოლოდ ლაზათიანად ვაკეთებთ"-ბერტოლდ ბრეხტი
ყველაფერში გამორჩეული
11:54 30-12-2019
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული