რონალდო: საერთოდ არ ვსვამ, მაგრამ ამ მატჩის შემდეგ დავთვერი

AutoSharing Option
ტურინის "იუვენტუსისა" და პორტუგალიის ნაკრების ფორვარდმა კრიშტიანო რონალდომ DAZN-თან საუბარში კარიერაში ყველაზე მნიშვნელოვან მოგებულ ტურნირზე ისაუბრა.

"პორტუგალიის ნაკრებთან ერთად მოგებული ევროპის ჩემპიონატი ყველაზე მნიშვნელოვანი ტიტულია ჩემთვის. იმ დაუჯერებელ, დაუვიწყარ საღამოს ვტიროდი, ვიცინოდი, ვწვალობდი, ვყვიროდი და დავთვერი.

არ ვხუმრობ! ფინალის დროს იმდენად ბევრი ვიტირე, რომ დეჰიდრადაცია მქონდა. მატჩის შემდეგ, აღნიშვნის დროს, შამპანურის დიდი ჭიქა დავცალე და იქვე დავთვერი.

საერთოდ არ ვსვამ, მაგრამ ეს იმდენად განსაკუთრებული დღე იყო. ჩემთვის ეს ყველაზე მნიშვნელოვანი მოგებული თასია", - აღნიშნა კრიშტიანომ.

მკითხველის კომენტარები / 5 /
ერთი ორ დათრობას მაგნაირს კიდე გისურვებ, კაი კაცი ხარ, ლიგაზე მაინც!
ლეო
21:51 27-12-2019
3
ეს რომ ქართულ სუფრაზე მოხვდეს დეპრესიაში ჩავარდება)
ბათუმის ფანი
18:38 27-12-2019
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული