"იუვენტუსი" "ატალანტას" 19 წლის ნახევარმცველ დეიან კულუსევსკის ტრანსფერზე მოურიგდა. ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო თავისი "ტვიტერით" იუწყება, რომ "იუვე" კულუსევსკის 35 მილიონ ევროდ შეიძენს და პლუს ბერგამოულ კლუბს ბონუსებს გადაუხდის.
ახლა "იუვენტუსმა" ფეხბურთელთან პირადი კონტრაქტი უნდა შეათანხმოს და როგორც ვარაუდობენ, ყველაფერი ამ დღეებში მოგვარდება.
კულუსევსკი "პარმაშია" განათხოვრებული და ამ სეზონში სერია A-ს 17 მატჩში 4 გოლი და 7 საგოლე გადაცემა მიითვალა.
კულუსევსკი "პარმაშია" განათხოვრებული და ამ სეზონში სერია A-ს 17 მატჩში 4 გოლი და 7 საგოლე გადაცემა მიითვალა.
წელს მისი დებიუტი შვედეთის ნაკრებში ფარერებთან ევროშესარჩევ შეხვედრაში შედგა.