"ინტერის" ვიცეპრეზიდენტმა ხავიერ ძანეტიმ მისი კლუბის "ბარსელონას" ნახევარმცველ არტურო ვიდალისადმი დაინტერესებაზე გააკეთა კომენტარი.
"ვნახოთ, სატრანსფერო ფანჯრისას რას მივაღწევთ. ერთი თვე გვაქვს. ვიდალი გამოცდილი ფეხბურთელია. ჩვენ ვსაუბრობთ ფეხბურთელზე, რომელსაც უდავოდ შეუძლია გუნდის ახალ სიმაღლეზე გაყვანა. ჩვენ უკვე კარგ დონეზე ვართ", - ციტირებს ძანეტის ESPN-ი.
ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ 32 წლის ვიდალმა "ინტერთან" პირადი კონტრაქტი შეათანხმა და ახლა ტრანსფერზე კლუბებმა უნდა მოილაპარაკონ.
ამ სეზონში ყველა ტურნირზე ვიდალმა 19 მატჩში 5 გოლი და 1 საგოლე გადაცემა მიითვალა.