"იუვენტუსი" შვედეთის ნაკრების ახალგაზრდა ფეხბურთელს შეიძენს

AutoSharing Option
La Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით, "ატალანტას" 19 წლის ნახევარმცველი დეიან კულუსევსკი დღეს, 2 იანვარს ტურინის "იუვენტუსში" სამედიცინო შემოწმებას გაივლის და კლუბთან კონტრაქტზე მოაწერს ხელს.

როგორც გამოცემა იტყობინება, ტურინული კლუბი ახალგაზრდა ფეხბურთელთან ხელშეკრულებას 2024 წლამდე გააფორმებს. აქამდე გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ტრანსფერის თანხა 35 მილიონი ევრო იქნება.

მიმდინარე სეზონში კულუსევსკი იჯარის წესით "პარმაში" გამოდის. სერია A-ში შვედმა თინეიჯერმა 17 შეხვედრა ჩაატარა, აღნიშნულ მატჩებში 4 გოლი გაიტანა და 7 საგოლე გადაცემა შეასრულა. კულუსევსკის უკვე ჰქონდა დებიუტი შვედეთის ეროვნულ გუნდში ფარერების კუნძულების წინააღმდეგ გამართულ
თამაშში.


altრონალდომ "იუვენტუსს" გამარჯვება 2.56 მეტრის სიმაღლიდან გატანილი გოლით მოუპოვა! [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული