"ინტერის" ვიცეპრეზიდენტმა ხავიერ ძანეტიმ გუნდის ამოცანებზე ისაუბრა.
"ეს ჩვენთვის მნიშვნელოვანი წელია, ახალი მწვრთნელის, ანტონიო კონტეს ხელმძღვანელობით. გვინდა ვაჩვენოთ, რომ ლიგაში მთავარი მოქმედი პირები ვართ. მიზანი ტურნირების მოგებაა.
ჩემპიონთა ლიგიდან გამოვარდნა უსიამოვნო იყო. რთულ ჯგუფში ვიყავით, "ბარსელონასთან" და "დორტმუნდთან" კარგი მატჩები ჩავატარეთ. ახლა ევროპა ლიგაზე კარგად უნდა ვიასპარეზოთ. ფინალში გასვლას ვიმედოვნებთ.
"იუვენტუსი" ძალიან ძლიერი გუნდია. მასთან სკუდეტოსთვის ბოლომდე ბრძოლის იმედი გვაქვს. გულშემატკივრებს დაუყოვნებლივი გამარჯვებები სურთ, მაგრამ ამას დრო სჭირდება. მწვრთნელს უნდა ვენდოთ და მუშაობა ვაცადოთ", - განუცხადა ძანეტიმ TyC Sports-ს.