"ბრეშია" ფინეთის ნაკრების ნახევარმცველს, სიმონ სკარბის შეიძენს, - ამის შესახებ ინფორმაციას Sky Sport Italia ავრცელებს.
სკარბი "ნორჩეპინგისა" და ფინეთის ნაკრების 24 წლის შემტევი ნახევარმცველია, ამ დღებში იტალიაში ჩაფრინდება და მედშემოწმების გავლის შემდეგ, "ბრეშიასთან" კონტრაქტს გააფორმებს.
"ბრეშია" სკარბის 2.8 მილიონ ევროდ შეიძენს და სეზონურ გასამრჯელოდ 400 ათას ევროს დაუნიშნავს.
მას ნაკრებში 12 მატჩი აქვს ჩატარებული, იცავდა "იაროს", "ატვიდაბერგის" და "ჰეფლეს" ღირსებას.