6 იანვარს, სერია A-ს მე-18 ტურში "მილანმა" საკუთარ მოედანზე "სამპდორია" ვერ დაამარცხა - 0:0.
ეს მატჩი იმით იყო აღსანიშნავი, რომ "როსონერიში" თავდამსხმელი ზლატან იბრაჰიმოვიჩი დაბრუნდა, რომელსაც პირთამდე სავსე "სან სირო" ოვაციებით შეხვდა. იბრამ 55-ე წუთზე კშიშტოფ პიონტეკი შეცვალა, თუმცა თავის გუნდს ვერაფრით დაეხმარა.
"მილანმა" ზედიზედ მესამე მატჩში ვერ გაიტანა გოლი, რაც ბოლოს 2018 წლის დეკემბერში მოხდა და შეხვედრის დასრულების შემდეგ გულშემატკივრებმა უსტვინეს, ზლატანი კი, ალბათ, მიხვდა, რაოდენ პრობლემურ გუნდში დაიწყო ასპარეზობა.
"მილანი" 21 ქულით მე-12 ადგილზეა და 11 იანვარს გასვლაზე "კალიარის" შეხვდება.
იბრაჰიმოვიჩი "მილანში" 2010-12 წლებში თამაშობდა და მის შემადგენლობაში სკუდეტო მოიგო.
მალე კალიარიც ამოგდებს,
მერე უდინეზე გლეწავს,
ბოლონიასთან ფრეც ტეხავს,
.
ეშინიათ სულ არ გავარდნენ,
მალე იბრაგიმა გაანგრევს,
თავის კარებსაც კი ააცელს,
გუნდში აღარ არის კალაძე,
.
ხოდა ვინ გაიტანს, ვინა ყავთ?
გოლის გამო მერს, თუ მიმართავთ.
რომის მერი კაცი ყოლიათ,
საპოჟნიკი მონაგონია.