ფრანჩესკო ტოტი: ახალგაზრდა ტოტის "რომაში" გადასვლას არ ვურჩევდი

AutoSharing Option
"რომას" ყოფილმა თავდამსხმელმა ფრანჩესკო ტოტიმ თქვა, რომ ახალგაზრდა ფრანჩესკო ტოტის რომაულ კლუბში გადასვლას არ ურჩევდა.

"მე ახალგაზრდა ტოტის "რომაში" გადასვლას არ ვურჩევდი, რადგან ძალიან მალე გამყიდიდნენ. ყველამ იცის, რომ კლუბის ხელმძღვანელობამ მაიძულა, თამაშისთვის თავი დამენებებინა. მათ უნდოდათ, გავჩერებულიყავი. შემდეგ ექვსწლიანი კონტრაქტი მქონდა დირექტორის რანგში.

ფრანკო ბალდინისთან არასოდეს მქონია კონფლიქტი, მაგრამ პრობლემა არსებობდა. ერთ-ერთი ჩვენგანი უნდა წასულიყო. მე განზე გავდექი, რადგან კლუბში არ უნდა იყოს ხალხი, რომლებიც სხვადასხვა მხარეს ექაჩებიან", - ციტირებს ტოტის "სანი".

ტოტი "რომას" აღზრდილია, მის ღირსებას 1992-2017 წლებში
იცავდა და გუნდის ისტორიაში ბომბარდირია.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული