იბრაჰიმოვიჩის გამო პიონტეკი შეიძლება "ვესტ ჰემში" გადავიდეს

AutoSharing Option
არაა გამორიცხული, "მილანის" თავდამსხმელმა კშიშტოფ პიონტეკმა კარიერა პრემიერლიგაში გააგრძელოს. Sportmediaset-ის ცნობით, პოლონელი ფორვარდის სამსახურით "ვესტ ჰემი" დაინტერესდა.

გამოცემის მტკიცებით, მან გუნდის გამოცვლის გადაწყვეტილება "მილანში" თავდამსხმელ ზლატან იბრაჰიმოვიჩის გადასვლის შემდეგ მიიღო.

"მილანი" მზადაა პიონტეკი 32 მილიონ ევროდ გაყიდოს.

ადრე პიონტეკმა "კრისტალ პალასში" გადაბარგებაზე განაცხადა უარი და აგრეთვე, "ბაიერი" და "ასტონ ვილა" ეპატიჟებიან.

პიონტეკმა სერია A-ს მიმდინარე გათამაშების 18 მატჩში 4 გოლი გაიტანა.

მკითხველის კომენტარები / 1 /
იბრას მიმართ დიდი პატივისცემის მიუხედავად, იმ ასაკშია - მგონი გვიანაა მასე გუნდის აწყობა
levani
22:18 07-01-2020
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული