11 იანვარს, სერია A-ს მე19 ტურში "ინტერმა" სახლში ვერ მოუგო "ატალანტას" 1:1.
ვერ მოუგო კი არადა, "ნერიაძური" წაგებას ძლივს გადაურჩა. შეცვლაზე შესული უკრაინელი ნახევარმცველი მალინოვსკი საკუთარ საჯარიმოში 88-ე წუთზე ბასტონიმ წააქცია, მურიელის შესრულებული თერთმეტმეტრიანი კი ჰანდანოვიჩმა მოიგერია.
"ინტერი" 46 ქულით პირველ ადგილზეა, "იუვენტუსს" 1 ქულით უსწრებს, მაგრამ თუ ტურინულმა გუნდმა დღეს, 12 იანვარს, სტუმრად "რომას" სძლია, გალიდერდება.
მილანი. "სან სირო". 70 042 მაყურებელი
ინტერი - ატალანტა 1:1
გოლები: 1:0 მარტინესი (4), 1:1 გოსენსი (75)
გამოუყენებელი პენალტი: მურიელი (88, ატალანტა)