კონტე: მე გიჟი არ გახლავართ, იქნებ თქვენი აზრით, იდიოტი ვარ?

AutoSharing Option
მილანის "ინტერის" მთავარი მწვრთნელი ანტონიო კონტე "ატალანტასთან" ფრედ დასრულებული (1:1) მატჩის შემდგომ პრესკონფერენციაზე კლუბის ჩილელი თავდამსხმელი ალექსის სანჩესის შესახებ დასმულმა შეკითხვა გააბრაზა.

"თქვენ სანჩესი გაიხსენეთ. ღმერთო ჩემო, თამაშში მონაწილეობა რომ შეძლონ, ფეხბურთელები მზად უნდა იყონ. მე გიჟი არ ვარ, მგრამ იქნებ ფიქრობთ, რომ იდიოტი ვარ და საკუთარ თავს მინდა ვავნო. მე მიმაჩნია, რომ 1+1 არის 2. თუ თქვენ თვლით, რომ 1=1 არის 5, არ ვიცი რა გითხრათ.

თუ კი ვინმე შემადგენლობაში ვერ ხვდება, ყველას თავისი მიზეზი აქვს. ეს არ ნიშნავს,
რომ ჰარაკირის ვუკეთებ საკუთარ თავს და გონებააშლილი ვარ. იმისთვის ვმუშაობ, რომ ალექსის სანჩესმა ძველი ფორმა დაიბრუნოს. ჩემი აზრით, ყველამ მაქსიმუმი უნდა გავიღოთ, რადგან საკმაოდ რთულ სიტუაციაში ვართ,"- განაცხადა კონტემ.

მომზადებულია Goal.com-ის მიხედვით




მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული