რონალდომ ისევ გაიტანა - "იუვენტუსმა" "რომას" მოუგო და გალიდერდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
12 იანვარს, სერია A-ს მე-19 ტურში "იუვენტუსმა" გასვლაზე 2:1 დაამარცხა "რომა".

"იუვენტუსი" 48 ქულით ლიდერია, მეორეადგილოსან "ინტერს" 2 ქულით უსწრებს და 19 იანვარს "პარმას" უმასპინძლებს.

რონალდომ ჩემპიონატში მე-14 გოლი გაიტანა (5 პენალტით). ამდენივე გოლი რომელუ ლუკაკუს (ინტერი) ანგარიშზეა, ბომბარდირი კი 20 გოლით ჩირო იმობილეა (ლაციო).

"იუვემ" მიმდინარე ჩემპიონატში ერთგოლიანი უპირატესობით 11 შეხვედრაში იმარჯვა, რაც ტოპ-5 ლიგაში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია - მეორე ადგილზე 10 მოგებით "ლივერპულია".

"რომას" 20 წლის ნახევარმცველმა ნიკოლა ძანოლომ მუხლის მძიმე ტრავმა მიიღო, ოპერაციას გაუკეთებენ და ევროპირველობაზე მონაწილეობას
ვერ მიიღებს.

რომი. "ოლიმპიკო". 60 513 მაყურებელი
რომა - იუვენტუსი 1:2
გოლები: 0:1 დემირალი (3), 0:2 რონალდო (10, პენ), პეროტი (68, პენ)
მკითხველის კომენტარები / 5 /
პენალდომ ისევ გაიტანა!!!
ლომი
13 იანვარი 2020 03:15
8
მესისტები უკვე ისე არაობიექტურად უყურებენ ცხოვრებას,რომ მესის სენით არიან შეპყრობილი და წაგებას ხან რას აბრალებენ ხან რას.მესი ცუდი ფეხბურთელიაო არავინ ამბობს უბრალოდ ისეთი მაგარი არაა როგორც მესისტებს მიაჩნიათ.ატლეტიკოსთან თამაშმა და კიდევ ბევრმა გვიჩვენა,რომ მესი არასდროს არ ყოფილა ლიდერი და ვერც იქნება.მას ინიესტა ჩავი პუიოლი ან ნეიმარი სჭირდება რომ რამე მოიგოს...
კარგით რა
13 იანვარი 2020 17:24
2
მესი ატლეტიკომ დაშალა.გუნდმა რომელიც რონალდოს ჩვარია ყოველთვის.ეგ ქონდრისკაცი რა რონალდოსთან მოსატანია...არ დაბლოკოთ
ლომს
13 იანვარი 2020 17:19
3
რეალში როცა იყო ეგ შენი როლანდო ბარსას და მესის პერსონალური "ჩვრები" იყვნენ. ჰა შეგახსენოთ? ელ-კლასიკოები. რაც შეეხება მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელს და თქვენი მოკლე ჭკუით "ქონდრის კაცს" კი აქვს 6-ი ოქროს ბურთი! ეს ყველაფერზე მეტყველებს.
როლანდოს ავადმყოფ ფანს. ბარსა მესი
15 იანვარი 2020 16:58
0
მსოფლიო სპორტს ორი რონი ამშვენებს კრიშტიანო და სნუკერისტი რონი ოსალივანი.ორივე ქარიზმატული,ლიდერი,ადამიანური და ქველმოქმედი.სწორედ მათ ნაირებს მოაქვთ სპორტში სიხარული.მესისტებო სანამ ლანძღვას დაიწყებდეთ მიმაჩნია მესიც ასეთივეა.
ამაშია საქმე
13 იანვარი 2020 12:23
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული