"ყარაბაღიდან" "მილანში" - "როსონერიმ" ბოსნიელი მეკარე დაიმატა

AutoSharing Option
"მილანის" ოფიციალური ვებგვერდის მიხედვით, 32 წლის ბოსნიელი მეკარე ასმირ ბეგოვიჩი კარიერას "როსონერის" რიგებში გააგრძელებს.

ბეგოვიჩი, რომელიც 3 წლის წინ "ჩელსის" ფეხბურთელი იყო, ბოლოს აღდამის "ყარაბაღის" რიგებს იცავდა და აზერბაიჯანის პრემიერლიგაში 10 შეხვედრა ჩაატარა.

"მილანმა" ბეგოვიჩი მეორე მეკარის პოზიციაზე მას შემდეგ შეიძინა, რაც კლუბი პეპე რეინამ დატოვა და "ასტონ ვილას" შეუერთდა.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული