"ინტერი" და "ტოტენჰემი" ერიკსენის ფასზე ვერ თანხმდებიან

AutoSharing Option
Sky Sports-ის ინფორმაციით, მილანის "ინტერმა" ლონდონის "ტოტენჰემს" დანიელი ნახევარმცველის, კრისტიან ერიკსენის სანაცვლოდ იმაზე ნაკლები თანხა შესთავაზა, რამდენსაც ლონდონელები ითხოვენ.

გამოცემის მიხედვით, "ნერაძური" მზად არის, ერიკსენის სანაცვლოდ "დეზებს" 10 მილიონი ევრო გადაუხადოს, "ტოტენჰემი" კი 20 მილიონს ითხოვს. დანიელს კი კონტრაქტი ლონდონელებთან 2020 წლის ივნისში უმთავრდება.

თავად ფეხბურთელმა უკვე განაცხადა თანხმობა მილანურ კლუბში გადასვლაზე. ახლა საქმე ხელმძღვანელებს შორის მოლაპარაკებებზეა. 

altჟოზე მოურინიო: იდიოტი კი არა ვარ, მესმის, კარგად რატომ არ თამაშობს ერიკსენი

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული