ტურინის "იუვენტუსის" მთავარმა მწვრთნელმა მაურისიო სარიმ იტალიის თასზე "უდინეზეს" დამარცხების (4:0) შემდეგ კრიშტიანო რონალდოს შესახებ ისაუბრა.
"რონალდოს ცხვირის ანთება ჰქონდა. დილით უკეთ გრძნობდა თავს, თუმცა შემდეგ სიცხემ აუწია. ექიმებმა თქვეს, რომ ისეთი ცივი ქარის დროს, როგორიც ტურინში იყო, გარისკვა არ ღირდა. ამიტომაც რონალდოს წოლითი რეჟიმი გამოუწერეს.
ძალიან მინდა, მას მეექვსე "ოქროს ბურთის" მოგებაში დავეხმარო. ჩემთვის არასასიამოვნოა, როცა ვიღაცას (ლეო მესის) 1-ით მეტი პრიზი აქვს.
მომავალში დიბალას "ოქროს ბურთისთვის" ბრძოლა შეუძლია, უახლოეს წლებში კი მან მსოფლიო ფეხბურთში შესამჩნევი კვალი უნდა დატოვოს",
- განაცხადა "იუვეს" მთავარმა მწვრთნელმა.