მაურისიო სარი რონალდოზე: ჩემთვის არასასიამოვნოა, როცა ვიღაცას მასზე 1-ით მეტი "ოქროს ბურთი" აქვს

AutoSharing Option
ტურინის "იუვენტუსის" მთავარმა მწვრთნელმა მაურისიო სარიმ იტალიის თასზე "უდინეზეს" დამარცხების (4:0) შემდეგ კრიშტიანო რონალდოს შესახებ ისაუბრა.

"რონალდოს ცხვირის ანთება ჰქონდა. დილით უკეთ გრძნობდა თავს, თუმცა შემდეგ სიცხემ აუწია. ექიმებმა თქვეს, რომ ისეთი ცივი ქარის დროს, როგორიც ტურინში იყო, გარისკვა არ ღირდა. ამიტომაც რონალდოს წოლითი რეჟიმი გამოუწერეს.

ძალიან მინდა, მას მეექვსე "ოქროს ბურთის" მოგებაში დავეხმარო. ჩემთვის არასასიამოვნოა, როცა ვიღაცას (ლეო მესის) 1-ით მეტი პრიზი აქვს.

მომავალში დიბალას "ოქროს ბურთისთვის" ბრძოლა შეუძლია, უახლოეს წლებში კი მან მსოფლიო ფეხბურთში შესამჩნევი კვალი უნდა დატოვოს",
- განაცხადა "იუვეს" მთავარმა მწვრთნელმა.

მკითხველის კომენტარები / 5 /
ეგ ვიღცა კიარა მესია მესიი:)ისე ამის შემდეგ შენს გვარში ა მაგივრად ი უნდა ჩაისვას:)
Mosexoneli
11:51 23-01-2020
0
მე კიდევ მგონია რო თვითონ გეხმარება რო უმუშევარი არ დარჩე თავი რო დიდი მწვრთნელი გგონია
barsa
17:04 16-01-2020
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული