19 იანვარს, სერია A-ს მე-20 ტურში, "იუვენტუსმა" სახლში 2:1 დაამარცხა "პარმა".
დუბლი თავდამსხმელმა რონალდომ შეასრულა - ის 2005 წლის შემდეგ "იუვეს" პირველი ფეხბურთელია, რომელმაც ჩემპიონატის ზედიზედ 7 მატჩში გაიტანა გოლი. ამას გარდა, მას ტოპ-5-ის ლიგაში მიჯრით მე-14 სეზონში გააქვს 15+ გოლი, რაც რეკორდია.
კრიშტიანომ ტოპ 5-ის ლიგაში 432-ე გოლი გაიტანა - მესის ანგარიშზე 433 გოლია.
"იუვენტუსი" 51 ქულით ლიდერია, უახლოეს მდევარ "ინტერს" 4 ქულით გაუსწრო და 26 იანვარს სტუმრად "ნაპოლის" დაუპირისპირდება.
ტურინი. "ალიანც სტადიუმი". 37 790 მაყურებელი
იუვენტუსი - პარმა 2:1
გოლები: 1:0 რონალდო (43), 1:1 კორნელიუსი (55), 2:1 რონალდო (58)