რონალდო: დავიძაბეთ, მაგრამ 3 ქულა მაინც მოვიპოვეთ

AutoSharing Option
რონალდოს დუბლით "იუვენტუსმა" "პარმას" 2:1 სძლია, ნამატჩევს კი პორტუგალიელმა Sky Sport Italia-სთან მოკლე კომენტარი გააკეთა:

"დღეს გამარჯვება მნიშვნელოვანი იყო. ვიცოდით, რომ "ინტერი" "ლეჩეს" დაუზავდა (1:1), "ლაციომ" კი "სამპდორია" გაანადგურა (5:2). ამიტომ 3 ქულა უნდა აგვეღო. რთული შეხვედრა იყო. ამ გუნდის დამარცხება ძნელია, ორგანიზებულია, მაგრამ ვიბრძოლეთ და გავიმარჯვეთ.

"პარმა" შეტევას ცდილობდა და დროის რაღაც მონაკვეთში ბურთის მოგერიება გვიწევდა. ეს ნორმალურია. ცოტა დავიძაბეთ, თუმცა მთავარია, ყველაფერი კარგად დასრულდა".

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული