"ნაპოლიმ" "ვერონას" 25 წლის კოსოვოელი ცენტრალური მცველი ამირ რრაჰმანი 14 მილიონ ევროდ შეიძინა და ამავე გუნდს სეზონის ბოლომდე იჯარით დაუთმო.
რრაჰმანიმ სერია A-ს მიმდინარე გათამაშების 19 მატჩში მიიღო მონაწილეობა, კოსოვოს ნაკრებში 27 შეხვედრა აქვს ჩატარებული, ალბანეთისაში კი - 2.
"ნაპოლიმ" ახალი მწვრთნელის, ჯენარო გატუზოს ხელმძღვანელობით, ჩემპიონატის 5-დან 4 მატჩი წააგო, მხოლოდ 1 მოიგო, 24 ქულით მე-14 ადგილზეა და კლუბის პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი ამბობს, რომ შეცდა, როდესაც კარლო ანჩელოტი გადააყენა.