21 იანვარს, იტალიის თასის 1/4-ფინალში "ნაპოლიმ" საკუთარ მოედანზე 1:0 დაამარცხა "ლაციო".
გოლი მეორე წუთზე თავდამსხმელმა ლორენცო ინსინიემ გაიტანა. სხვათა შორის, "ფიორენტინასთან" დამარცხების (0:2) შემდეგ ინსინიემ მათი გუნდის პატარა გულშემატკივრის ფოტო ნახა, რომელიც ტიროდა და მისწერა, რომ სიტუაციას აუცილებლად გამოასწორებდნენ. ვერაფერს იტყვი, სიტყვის კაცი ყოფილა ლორენცო.
იტალიის მიმდინარე ჩემპიონატზე 19 მატჩში 23 გოლის ავტორმა ჩირო იმობილემ მე-10 წუთზე თერთმეტმეტრიანი ვერ გამოიყენა.
მე-19 წუთზე მსაჯმა ნეაპოლელი ელსეიდ ჰისაი, ხოლო 25-ეზე რომაელი ლუკას ლეივა გააძევა.
ნახევარფინალში "ნაპოლი" "ფიორენტინა"-"ინტერის" წყვილში გამარჯვებულს შეხვდება.