მილანის "ინტერს" ახალი შემტევი ჰყავს

AutoSharing Option
ლონდონის "ჩელსის" ფეხბურთელი ვიკტორ მოზესი მილანის "ინტერში" გადავიდა. 29 წლის ნიგერიელი მილანურ კლუბში იჯარით, გამოსყიდვის უფლებით 2019/20 წლების სეზონამდე ითამაშებს.

2019 წლის იანვარში მოზესი იჯარით "ფენერბაჰჩეში" გადავიდა, სადაც 20 მატჩში 5 გოლი გაიტანა. 2020 წელს "ჩელსიმ" იჯარა ნაადრევად, კონტრაქტის დასრულებამდე 6 თვით ადრე დაამთავრა და ფეხბურთელი იტალიაში გაუშვა.

ვიკტორი მილანში 21 იანვარს ჩავიდა და სამედიცინო შემოწმება გაიარა. Sky Sport Italia-ს ჟურნალისტმა ჯანლუკა დი მარციომ განაცხადა, რომ "ინტერს" მოზესის გამოსყიდვა 12 მლნ ევროს სანაცვლოდ შეეძლება.

იტალიურ გუნდში ნიგერიელი 11-ნომრიანი მაისურით ითამაშებს.

2016-დან 2018 წლამდე მოზესი "ჩელსიში" ანტონიო კონტეს ხელმძღვანელობით თამაშობდა. შეგახსენებთ, რომ კონტეს მეთაურობით, "ინტერი" სერია A-ში მეორე ადგილს იკავებს და ტურინის "იუვენტუსს" 4 ქულით ჩამორჩება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული