მაურიციო სარი რონალდოზე: მადლობა დედამისს უნდა გადაუხადოთ, რომ ასეთი ეგზემპლარი შექმნა!

AutoSharing Option
ტურინის "იუვენტუსის" მთავარმა მწვრთნელმა მაურიციო სარიმ კრიშტიანო რონალდოს ეფექტიანობის გამო მის მიმართ კომპლიმენტებზე უარი თქვა.

კრიშტიანო რონალდო სეზონის განახლების შემდეგ შესანიშნავად ასპარეზობს. "რომასთან" თასის მეოთხედფინალში სწორედ მან გახსნა ანგარიში, რაც პორტუგალიელისთვის კლუბის ბოლო 4 მატჩში მეშვიდე გოლი გამოდგა.

სარი ამტკიცებს, რომ რონალდოს ასეთი ფორმა მისი დამსახურება სულაც არ არის.

"მე ვერ მივიღებ კომპლიმენტებს რონალდოს ამჟამინდელი ფორმის გამო. მადლობა დედამისს უნდა გადაუხადოთ, რომ ასეთი ეგზემპლარი შექმნა!", - ციტირებს სარის Rai Sport-ი.

ტურინის "იუვენტუსი" სერია A-ს ლიდერობს და მეორეადგილოსან "ინტერს" 4 ქულით
უსწრებს.

მკითხველის კომენტარები / 1 /
აქამდე მეგონა რომ მამა იყო შამქმნელი..
!!!!!!
17:19 24-01-2020
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული