26 იანვარს, სერია A-ს 21-ე ტურში "ინტერისა" და "კალიარის" მატჩი 1:1 დასრულდა.
მასპინძლები ლაუტარო მარტინესმა დააწინაურა, საპასუხო გოლი კი "ინტერიდან" განათხოვრებულმა რაჯა ნაინგოლანმა გაიტანა.
საფინალო სასტვენის წინ დიდ შეხლა-შემოხლას ჰქონდა ადგილი - მსაჯზე, ჯანლუკა მანგანიელოზე ლაუტარომ და მილანური გუნდის მწვრთნელმა ანტონიო კონტემ გაიწიეს. არბიტრმა მარტინესი გააძევა, ხოლო კონტეს, ალბათ, იტალიის ფეხბურთის ფედერაცია დასჯის.
"ინტერი" მიჯრით მესამე მატჩში დასჯერდა ფრეს და "იუვენტუსს" 3 ქულითაა ჩამორჩენილი, რომელიც დღეს "ნაპოლის" ხვდება.
2 თებერვალს, მომავალ ტურში "ნერაძური" სტუმრად "უდინეზეს" დაუპირისპირდება.
მილანი. "სან სირო". 70 465 მაყურებელი
ინტერი - კალიარი 1:1
გოლები: 1:0 მარტინესი (29), 1:1 ნაინგოლანი (78)
გაძევება: მარტინესი (90+4)