ჩალჰანოღლუს გმირობა, იბრაჰიმოვიჩის გოლი - "მილანმა" დამატებით დროში გაიმარჯვა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
28 იანვარს, "მილანმა" იტალიის თასის 1/4-ფინალში, საკუთარ მოედანზე, დამატებით დროში 4:2 დაამარცხა "ტორინო".

"როსონერიმ" ბოლო 2 წელიწადში პირველად მოიგო ზედიზედ 5 მატჩი

თამაში თქვენი მოწონებული გამოვიდა - ჯერ ჯაკომო ბონავენტურამ მასპინძლები დააწინაურა, შემდეგ სტუმართა გუნდის მცველმა გლეისონ ბრემერმა დუბლი შეასრულა.

ცნობისათვის, ეს კარიერაში მისი პირველი დუბლია და საერთოდ, თავის წინა გუნდში, "ატლეტიკო მინეიროში", 51 მატჩში 2 გოლი ჰქონდა გატანილი.

თითქოს ტურინელები გამარჯვებასთან ახლოს იყვნენ, მაგრამ "როსონერის" მწვრთნელმა სტეფანო პიოლიმ 82-ე წუთზე მოედანზე ჰაკან ჩალჰანოღლუ შეუშვა და მან გადაწყვიტა მატჩის ბედი.
თურქმა კომპენსირებულ დროში ანგარიში გაათანაბრა, დამატებით დროში კიდევ ერთხელ დაამწუხრა სალვატორე სირიგუ, ხოლო ბოლოს მეტოქის კარი 65-ე წუთზე შეცვლაზე შესულმა ზლატან იბრაჰიმოვიჩმაც დალაშქრა.

ასე და ამგვარად, "მილანი" ნახევარფინალში გავიდა და ფინალში გასაღწევად თვით "იუვენტუსს" შეებრძოლება - 12 თებერვალს "სან სიროზე", 4 მარტს კი - "ალიანც სტადიუმზე".

მილანი. "სან სირო"
მილანი - ტორინო 4:2 (ძირ. დრო 2:2)
გოლები: 1:0 ბონავენტურა (12), 1:1 ბრემერი (34), 1:2 ბრემერი (71), 2:2 ჩალჰანოღლუ (90+1), 3:2 ჩალჰანოღლუ (106), 4:2 იბრაჰიმოვიჩი (108)
მკითხველის კომენტარები / 2 /
ჩალჰანოგლუ ნწუ!!
ჩალხანოღლი კი!
ევროპელებზე კარგად მაინც ვიცნობთ ამ თურქებს და რაც, მართლა, ვიცით, ის, მაინც, გამოვიყენოთ, არ სჯობია?
ალეკო
05:15 29-01-2020
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული