დიდ ფეხბურთში რევოლუციაა: სერია A-ს მწვრთნელებს ხელოვნური ინტელექტი დაეხმარება

AutoSharing Option
ხელოვნური ინტელექტის ინტეგრაცია სპორტში უკვე რამდენიმე წელი მიმდინარეობს, თუმცა მას ეჭვის თვალით უყურებენ ფეხბურთის მწვრთნელები.

ხელოვნური ინტელექტის შექმნაზე მუშაობს მილანური კომპანია Math&Sport, ხოლო პროგრამას Virtual Coach ეწოდება. რა მონაცემებთან იმუშავებს Virtual Coach? - ამ კითხვაზე შემქმნელები შემდეგ პასუხს იძლევიან: გუნდის შეტევის სისწრაფე, მოთამაშეების განლაგების ფართობი, შეტევის საფრთხის ინდექსი, პრესინგის დონე, დარტყმების განხორციელების მაჩვენებელი პოზიციური შეტევის დროს. მატჩის დაწყების ან მიმდინარეობის დროს შესაძლებელი იქნება თითოეული პარამეტრის დაყენება და შემდეგ პროგრამა მწვრთნელს მიაწვდის ინფორმაციას თუ რამდენად შეესაბამება მის მიერ მოთხოვნილი პარამეტრი რეალობას.
გამომდინარე აქედან ნათელი გახდება კონკრეტულად რას ვერ აკეთებს გუნდი და რის გამოსწორება მოუტანთ სასურველ შედეგს.

"ჩვენ გვინდა, რომ თითოეულ გუნდს თანაბარი პირობები ჰქონდეს, როგორც "იუვენტუსს", ასევე "სპალ-ს". მათემატიკური მოდელირების ტექნიკა, უსაზღვრო ინფორმაცია, რეალურ დროში შეძლებს მწვრთნელს მიზეზ-შედეგობრივი კავშირები აჩვენოს თუ რატომ აგებს გუნდი, ან პირიქით, რატომ იგებს. მეტიც, პროგრამა შეძლებს განსაზღვროს როდის, როგორ და ვის მიერ იქნება გატანილი შემდეგი გოლი." - აცხადებს პროექტის ტექნიკური დირექტორი ადრიანო ბაჩჩონი.

თუმცა იმედისმომცემ პროექტს მწვრთნელები სკეპტიკურად უყურებენ. მასიმიალიანო ალეგრი ვერ ხედავს მის დადებით მხარეებს: "ხელოვნური ინტელქეტი ვერ შეძლებს წარმატებული ვარიანტის გამოთვლებს. ყველაფერი მწვრთნელზეა დამოკიდებული. ჩვენ უნდა დაგვირიგონ პლანშეტები და მუდმივად მივიღებთ მონაცემებს, რისთვის? კარგი მწვრთნელი ისედაც ყველაფერს ხედავს და ამჩნევს."

ფაბიო კაპელო ნაწილობრივ იზიარებს კოლეგის აზრს: "მონაცემებს შეუძლიათ დახმარება, თუმცა, სავარაუდოდ, უფრო ვარჯიშზე, ვიდრე მატჩის დროს. 90 წუთის განმავლობაში უკეთესია ენდო იმას, რასაც მოედანზე ხედავ."


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული