გუშინ, 2 თებერვალს, იტალიის სერია A-ს 22-ე ტურში, რომის "ლაციომ" საკუთარ მოედანზე სპალი 5:1 დაამარცხა და მასპინძელთა რიგებში დუბლი შეასრულა ჩირო იმობილემ, რომლის პირველი გოლი მართლაც საოცარი იყო.
იმობილემ, რომელიც 25 გატანილი გოლით სერია A-ს ბომბარდირთა სიას ლიდერობს, ჯერ მცველი და შემდეგ მეკარე მოატყუა და საჯარიმოს გვერდითი ხაზიდან უზუსტესი დარტყმით გაიტანა გოლი.
იმობილე კრიშტიანო რონალდოს მთავარი კონკურენტია სერია A-ს საუკეთესო მეგოლის ტიტულის მოპოვებაში. ჯერჯერობით იტალიელი "ოქროს ბურთის" 5-გზის მფლობელს 6 გატანილი გოლით უსწრებს (იმობილეს კრიშტიანოზე 2 თამაშით მეტი აქვს ჩატარებული), ჩემპიონატის დასრულებამდე კი 16 ტურია.
რონალდომ ზედიზედ მე-9 მატჩში გაიტანა - "იუვენტუსმა" "ფიორენტინა" დაამარცხა [VIDEO]
იმობილე რონალდოს ტრანსფერზე: მადლობა ღმერთს, მოვასწარი და იტალიის ჩემპიონატის ბომბარდირი გავხდი