100-წუთიან მატჩში უგებდა, ვეღარ უგებდა, მაგრამ მაინც მოუგო "ნაპოლიმ" "სამპდორიას" [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
3 თებერვალს, სერია A-ს 22-ე ტურში "ნაპოლიმ" გასვლაზე "სამპდორია" 4:2 დაამარცხა.

თავიდან სტუმრები 2:0 დაწინაურდნენ, მაგრამ მასპინძლებმა ანგარიშის გათანაბრება მოახერხეს და ფრესთანაც ახლოს იყვნენ, თუმცა ჯენარო გატუზოს გუნდმა შეძლო მობილიზება - ჯერ დემემ მესამედ დალაშქრა აუდეროს კარი, მერე მსაჯმა ძირითად დროს 10 წუთი დაამატა და მერტენსმა საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

"ნაპოლი" 30 ქულით მეათე ადგილზეა და 9 თებერვალს "ლეჩეს" საკუთარ მოედანზე შეხვდება.

რაც გატუზო ჩაუდგა სათავეში, ნეაპოლურმა გუნდმა ჯერ 6-დან 4 მატჩი წააგო, ახლა კი ზედიზედ მე-3 გამარჯვება მოიპოვა.

გენუა. "ლუიჯი
ფერარისი". 20 017 მაყურებელი
სამპდორია - ნაპოლი 2:4
გოლები: 0:1 მილიკი (3), 0:2 ელმასი (16), 1:2 კუალერიალა (26), 2:2 გაბიადინი (73, პენ), 2:3 დემე (83), 2:4 მერტენსი (90+8)
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული