ეს დაუჯერებელია, თუმცა სიმართლე - კრიშტიანო რონალდო 35 წლისაა!

AutoSharing Option
ტურინის "იუვენტუსმა" თავის პორტუგალიელ ვარსკვლავ კრიშტიანო რონალდოს დაბადების დღე მიულოცა - "რონი" დღეს, 5 თებერვალს, არც მეტი, არც ნაკლები, 35 წლის გახდა.

"ჩვენ შეგვეძლო რონალდოს დაუჯერებელ სტატისტიკაზე დაგვეწერა, ჩამოგვეთვალა მისი მიღწევების დიდი სია, რომელიც კრიშტიანოს აღწერისათვის უფრო შესაბამისი იქნებოდა.

თუმცა სიმართლე იმაში მდგომარეობს, რომ კრიშტიანო რონალდო, რომელიც თავის მე-2 იუბილეს აღნიშნავს "იუვენტუსში", დიდი ხნის წინ გავიდა აღწერისათვის შესაფერისი ჩარჩოდან. მისი დამოკიდებულება სპორტის მიმართ ჩვენს დე-ენ-ემ-ში გადმოდის: მუშაობის კულტურა, ყოველდღე პროგრესირების სურვილი და უწყვეტი ლტოლვა წარმატებისაკენ.

რონალდო ჩვენს მაისურს წელიწად-ნახევარია ატარებს,
მასთან ერთად ბევრი დაუვიწყარი მომენტი გვქონდა, თუმცა გვჯერა, რომ უკეთესები წინ გველოდება.

კრიშტიანომ გიჟური გოლები გვაჩუქა, თითქმის ყველა მოწინააღმდეგეს გაუტანა იტალიასა და ევროპაში და "იუვენტუსის" მოწინააღმდეგე გუნდებიდან მხოლოდ 4 კლუბი გადაურჩა მას. ეს ის კრიშტიანოა, რომელმაც დავიდ ტრეზეგეს რეკორდი გაიმეორა და ზედიზედ 9 შეხვედრაში გაიტანა გოლი.

ყველა, ერთ ხმაში, ისე, როგორც მისი გოლებისას, ვიძახით: "დაბადების დღეს გილოცავთ, კრიშტიანო!" - წერია "იუვენტუსის" ოფიციალურ საიტზე.

კრიშტიანო რონალდოს ფენომენი მართლაც საოცარია. 35 წლის ასაკში დიდი ფეხბურთელები ასრულებენ კარიერას, კრიშტიანო კი საუკეთესოს ტიტულის მოსაგებად აგრძელებს ბრძოლას.

მკითხველის კომენტარები / 31 /
ვულოცავ კრიშტიანოს,
2010-20 წლები ორი დიდი ვარსკვლავის მესის და კრიშტიანოს წლებია...
საერთოდ ,,ბარსა" - ს და მესის გულშემატკივარი ვარ, მაგრამ არ მიჭირს იმის აღიარება, რომ კრიშტი უდიდესი სპორტსმენი და ადამიანია.
მითუმეტეს კატალონიელი სეპარატისტებისაგან განსხვავებით, ჩვენი მხარდამჭერი განცხადებაც აქვს გაკეთებული რუსეთისაგან ოკუპირებულ ჩვენს ტერიტორიებთან დაკავშირებით.
ssss
14:16 05-02-2020
0
ვულოცავ უდიდეს ფეხბურთელს და პიროვნებას დაბადების დღეს და ვუსურვებ ბევრ გამარჯვებებს, ულამაზესი ბურთების გატანას და როგორც სჩვევია ბევრი სიკეთის,ქველმოქმედების კეთებას გაჭირვებული ადამიანებისთვის და თავის სალოცავი ქვეყნისთვის.თავისი ცხოვრების წესით იგი იმსახურებს მხოლოდ კარგს.
ღმერთს ებარებოდე
12:41 05-02-2020
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული