რონალდო: ბავშვობაში მეგონა, 35 წლის ასაკში მადეირაზე ვითევზავებდი

AutoSharing Option
ტურინის "იუვენტუსის" თავდამსხმელი კრიშტიანო რონალდო მოჰყვა, თუ რა წარმოდგენები ჰქონდა ბავშვობაში მის 35 წლის ასაკზე.

"პატარაობისას ვფიქრობდი, რომ 35 წლის ასაკში მადეირაზე ვითევზავებდი ხოლმე, ოღონდ არა ძვირად ღირებული ანკესით, არამედ თითზე დახვეული ძაფით.

მაშინ არც კი წარმომედგინა, რომ ასეთი კლუბებში ვითამაშებდი და იმდენ ტიტულს მოვიგებდი, რამდენიც ახლა მაქვს. ჩემპიონთა ლიგის მე-6 ფინალი - ეს შესაძლებელია. "იუვენტუსში" ყოფნა ამ ტიტულის მოგების კიდევ ერთ შანსს მაძლევს.

ვიცით, რომ ეს რთული ტურნირია, რომლის შედეგებიც ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული. თუმცა მიმაჩნია, რომ მისი მოგება შეგვიძლია,
რადგან კარგი გუნდი გვყავს. ამ მიზნისკენ ნაბიჯ-ნაბიჯ წავალთ", - თქვა კრიშტიანომ.


მომზადებულია Goal.com-ის მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული