იტალიური "რეპუბლიკას" მტკიცებით, არაა გამორიცხული, "იუვენტუსის" მწვრთნელი მაურიციო სარი გადააყენონ.
გამოცემის ცნობით, კლუბში სარის მდგომარეობა არამყარი სერია A-ს 23-ე ტურში "ვერონასთან" წაგების (1:2) შემდეგ გახდა. როგორც იტყობინებიან, "იუვეში" ფეხბურთელთა ნაწილს სარის გადაყენება და მასიმილიანო ალეგრის დაბრუნება სურს.
"ბიანკონერის" პრეზიდენტი ანდრეა ანიელი უკმაყოფილოა გუნდის თამაშითა და შედეგებით, თუმცა ჯერ სარის სამუშაოდან დათხოვნას არ გეგმავს.
ალეგრი "იუვენტუსს" 2014-19 წლებში ედგა სათავეში, ამჟამად კი უმუშევრია.
ნეაპოლელებმა სარის შარვალჩახდილი, კუზიანი და ნაბიჭვარი უწოდეს და "იუვენტუსიც" დაამარცხეს [VIDEO]
მაურიციო სარი სამწვრთნელო კარიერის დასრულებას არ გამორიცხავს
მასიმილიანო ალეგრი: იტალიაში ტაქტიკა და სქემები სისულელედ მიგვაჩნია, ფეხბურთი ხელოვნებაა
ცნობილი გახდა, როდის დაუბრუნდება სამწვრთნელო საქმიანობას მასიმილიანო ალეგრი
მასიმილიანო ალეგრი: ისე რა სამუშაო არ მინდა - ინგლისურს ვსწავლობ