ბრიტანული The Sun-ის ინფორმაციით, ტურინის "იუვენტუსის" ხელმძღვანელობა სერიოზულადაა დაინტერესებული "მანჩესტერ სიტის" მთავარი მწვრთნელის, ხოსეპ გვარდიოლას გადაბირებით.
გამოცემის მიხედვით, კლუბის პრეზიდენტი ანდრეა ანიელი თვლის, რომ გვარდიოლას შეუძლია ტურინულ გრანდს საოცნებო ჩემპიონთა ლიგა მოაგებინოს. იტალიაში გადასვლის შემთხვევაში კი ესპანელს საკუთარი მოთხოვნებით მუშაობის უფლება ექნება.
გამოცემის მიხედვით, ჩემპიონთა ლიგის ვერმოგების შემთხვევაში, ხოსეპ გვარდიოლა "მანჩესტერ სიტის" სეზონის ბოლოს დატოვებს. ამ შემთხვევაში, მისი მომავალი სამუშაო ადგილი, დიდი ალბათობით, ტურინი გახდება.
"იუვენტუსის" ფეხბურთელები სარის გადაყენებასა და ალეგრის დაბრუნებას ითხოვენ
რონალდომ "იუვენტუსის" რეკორდი დაამყარა - გუნდმა კი წააგო [VIDEO]