მეთერთმეტეადგილოსანი "ნაპოლი" ლიდერების რისხვაა - თასზე "ინტერი" დაამარცხა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
12 თებერვალს, იტალიის თასის პირველ 1/2-ფინალურ მატჩში "ნაპოლიმ" სტუმრად 1:0 სძლია "ინტერს".

ეს გუნდები ამჟამად აბსოლუტურად სხვადასხვა მდგომარეობაში იმყოფებიან - "ინტერი" ჩემპიონატის ლიდერია, "ნაპოლი" კი მე-11 ადგილზეა და უკვე დაიწყო საუბრები მისი მწვრთნელის, ჯენარო გატუზოს გადაყენებაზე.

თუმცა ნეაპოლურმა გუნდმა ფაბიან რუისის შესანიშნავი გოლით მეტოქის დამარცხება მოახერხა. სხვათა შორის, "ნაპოლის" 23 წლის ესპანელ ლეგიონერს ამ სეზონში სერია A-ს 19 შეხვედრაში მხოლოდ 1 გოლი აქვს გატანილი.

"ნაპოლიმ" 23 დღეში ჩემპიონატის პირველი სამეულის გუნდებს მოუგო: თასზე "ლაციოსა" და "ინტერს", ხოლო სერია A-ში "იუვენტუსს".

ამ გუნდების განმეორებითი მატჩი 5 მარტს ნეაპოლში გაიმართება.

მეორე ნახევარფინალში, 13 თებერვალს, ერთმანეთს "მილანი" და "იუვენტუსი" შეხვდებიან.

მკითხველის კომენტარები / 5 /
გუჯა ნუთუ ფიქრობ რომ ჩვენ სამივე ჭკუასუსტები ვართ და შენ ერთი ჭკვიანი?!უბრალოდ ინტერის მაგიერ ეწერა ინტერსი და ავტორმა მერე გადაასწორა) იმედია ამომწურავად გიპასუხე და ტყუილად არ გალოდინე)
ბათუმის ფანი
11:15 13-02-2020
1
გრამატიკა სულ არ იცით, ხომ? ცუდია, მაშინ აიღეთ მე3 კლასისი წიგნი და აბრუნეთ სიტყვა ინტერი. თავს მაინც ნუ იჭრით სახალხოდ ამ კომენტარებით?!
ბმბ
10:18 13-02-2020
2

სიახლეები პოპულარული