12 თებერვალს, იტალიის თასის პირველ 1/2-ფინალურ მატჩში "ნაპოლიმ" სტუმრად 1:0 სძლია "ინტერს".
ეს გუნდები ამჟამად აბსოლუტურად სხვადასხვა მდგომარეობაში იმყოფებიან - "ინტერი" ჩემპიონატის ლიდერია, "ნაპოლი" კი მე-11 ადგილზეა და უკვე დაიწყო საუბრები მისი მწვრთნელის, ჯენარო გატუზოს გადაყენებაზე.
თუმცა ნეაპოლურმა გუნდმა ფაბიან რუისის შესანიშნავი გოლით მეტოქის დამარცხება მოახერხა. სხვათა შორის, "ნაპოლის" 23 წლის ესპანელ ლეგიონერს ამ სეზონში სერია A-ს 19 შეხვედრაში მხოლოდ 1 გოლი აქვს გატანილი.
"ნაპოლიმ" 23 დღეში ჩემპიონატის პირველი სამეულის გუნდებს მოუგო: თასზე "ლაციოსა" და "ინტერს", ხოლო სერია A-ში "იუვენტუსს".
ამ გუნდების განმეორებითი მატჩი 5 მარტს ნეაპოლში გაიმართება.
მეორე ნახევარფინალში, 13 თებერვალს, ერთმანეთს "მილანი" და "იუვენტუსი" შეხვდებიან.