"ნაპოლის" მცველი კოსტას მანოლასი "ინტერთან" მოგების შემდეგ თავის ემოციებს ჟურნალისტებს უზიარებს.
"დღეს ჩვენ ძალიან კარგად ვითამაშეთ და ყველა ბიჭი შექების ღირსია. ჩვენ თავაწეულებმა ვითამაშეთ ძლიერი გუნდის წინააღმდეგ. ფინალში გასვლის შანსი კვლავ 50-50-ზეა. "ინტერი" - ურთულესი და უძლიერესი მოწინააღმდეგეა. ისინი ჩამოვლენ და ყველაფერს გააკეთებენ გასამარჯვებლად, შეეცდებიან თავიანთი თამაში მოგვახვიონ. თუმცა ჩვენ მორიგ გამარჯვებას ვგეგმავთ." - ციტირებს მანოლასს RaiSport-ი.
გუშინ გაიმართა იტალიის თასის 1/4-ფინალის პირველი შეხვედრები. მილანის "ინტერმა" "ნაპოლის" უმასპინძლა და 1:0 დამარცხდა. ერთადერთი გოლი ფაბიან რუისიმ 57-ე წუთზე გაიტანა. განმეორებითი შეხვედრა
ნეაპოლში 5 მარტს გაიმართება.