Il Tempo-ს ცნობით, გუნდის ხელმძღვანელობა უკმაყოფილოა იმ ფაქტით, რომ ხავიერი ტრავმებს საკმაოდ ხშირად იღებს და კონტრაქტს სეზონის დასრულებისთანავე შეუწყვეტს.
პასტორე "რომაში" 2018 წელს მოვიდა. იტალიელების რიგებში 30 შეხვედრა გამართა, 4 გოლი გაიტანა და 3 შედეგიანი გადაცემა მიითვალა. ადრე ის "პშჟ-ს", "პალერმოს" და "უკარანის" ღირსებას იცავდა. არგენტინის შემადგენლობაში ხავიერმა 29 მატჩიდან 2 გოლის გატანა მოახერხა.