მარიო ბალოტელი კიდევ ერთ სკანდალში გაეხვა

AutoSharing Option
Football Italia-ის ინფორმაციით, "ბრეშიას" ფორვარდი მარიო ბალოტელის "ნიცაში" თამაშის დროს გოგონა აშანტაჟებდა და 100 000 ევროს სთხოვდა.

ბალოტელი ამ გოგონას მაშინ ხვდებოდა, როცა ის 17 წლის იყო, თუმცა ფეხბურთელს მოატყუა, რომ სრულწლოვანი გახლდათ. სექსუალური კავშირის შემდეგ გოგონამ მარიომ სიმართლე გაუმხილა და გაჩუმებისთვის მისგან 100 000 ევრო მოითხოვა

გამოცემის მიხედვით, გოგონა ბალოტელის, როგორც ჟურნალისტებისთვის ყველაფრის თქმით, ასევე გაუპატიურების დაბრალებით ემუქრებოდა. ამჟამად საქმეს ფრანგული პოლიცია იძიებს.

მარიო ბალოტელი "ნიცას" შემდგენლობაში 2016-18 წლებში თამაშობდა. აგვისტოსში ფეხბურთელი 30 წლის გახდება.

მკითხველის კომენტარები / 1 /
Gogona yvelaferze camsvleliao magas ariziebs policia? Sait mieqaneba es dampali samyaro
Milani
18:28 16-02-2020
0

სიახლეები პოპულარული