"იუვენტუსმა" რონალდოს გარეშე სძლია კაცნაკლულ "ბრეშიას"

AutoSharing Option
სერია A-ს 24-ე ტურში "იუვენტუსმა" საკუთარ მოედანზე 2:0 დაამარცხა "ბრეშია", რომელიც 37-ე წუთიდან აიეის გაძევების გამო რიცხობრივ უმცირესობაში იმყოფებოდა.

"იუვეს" მწვრთნელმა მაურიციო სარიმ განაცხადა, რომ რონალდოს დასვენების საშუალება მისცეს და ამიტომ არ ათამაშეს.

მცველმა ჯორჯო კიელინიმ ტრავმა მოირჩინა და აგვისტოს შემდეგ პირველად ითამაშა.

"იუვენტუსი" 57 ქულით ლიდერია, მაგრამ "ინტერს" შეუძლია დაეწიოს - თუ დღეს რომში "ლაციოს" მოუგებს.

ტურინი. "ალიანც სტადიუმი". 40 841 მაყურებელი
იუვენტუსი - ბრეშია 2:0
გოლები: 1:0 დიბალა (38), 2:0 კუადრადო (75)
გაძევება: აიეი (37)


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული