ანტონიო კონტე: "ინტერმა" "ლაციოს" ორი ქულა აჩუქა

AutoSharing Option
მილანელებმა ჩემპიონობისთვის ბრძოლაში პირდაპირ კონკურენტს ქულები დაუთმეს. "ინტერის" მწვრთნელმა ანტონიო კონტემ მცირე კომენტარი გააკეთა "ლაციოსთან" მარცხზე.

"ეს კარგი თამაში იყო. მე არ მომეწონა შედეგი და ის, თუ როგორ გავუშვით გოლები. ჩვენ "ლაციოს" ისინი ვაჩუქეთ. ასეთი მატჩის დროს დეტალებს დიდი ყურადღება ექცევა და სწორედ ისინი ხდება გადამწყვეტი. მიმდინარე სეზონში ჩვენ გვქონდა მსგავსი სიტუაციები, როცა თამაშში ვჯობნიდით, მაგრამ საბოლოოდ ვაგებდით. როგორც განვაცხადე, ეს ზრდის პროცესია. უნდა გადავლახოთ ასეთი სიტუაციები, რათა ნებისმიერ სიტუაციას გავუმკლავდეთ", - ციტირებს მწვრთნელს Football Italia.

შეგახსენებთ, გუშინ, Seria A-ს
24 ტურში "ლაციომ" სახლში "ინტერს" 2:1 სძლია. სატურნირო ცხრილში "ლაციოს" 56 ქულა აქვს და მეორე ადგილზე იმყოფება, ხოლო "ინტერს" - 54 და მესამე ადგილს სჯერდება. ლიდერობს ტურინის "იუვენტუსი" 57 ქულით.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული