"მილანს" ახალი ლიდერი გამოუჩნდა - ხორვატმა "როსონერის" მოაგებინა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
17 თებერვალს, სერია A-ს 24-ე ტურის დასკვნით მატჩში "მილანმა" საკუთარ მოედანზე 1:0 დაამარცხა "ტორინო".

გოლი 25-ე წუთზე სამუელ კასტილეხოს პასით ანტე რებიჩმა გაიტანა. ხორვატმა თავდამსხმელმა, რომელიც "როსონერის" "აინტრახტიდან" ჰყავს იჯარით აყვანილი, ზედიზედ მესამე მატჩში დალაშქრა მეტოქეთა კარი.

მასპინძელთა გუნდში ტრავმის გამო ჰაკან ჩალჰანოღლუმ ვერ ითამაშა, რომელიც ლუკას პაკეტამ შეცვალა, მაგრამ თავი ვერაფრით გამოიჩინა.

თავდამსხმელმა ზლატან იბრაჰიმოვიჩმა შეუცვლელად ითამაშა.

"მილანი" 35 ქულით მე-8 ადგილზეა და 22 თებერვალს ფლორენციაში "ფიორენტინას" დაუპირისპირდება.

სტეფანო პიოლის გუნდმა წელს ყველა ტურნირზე 10 მატჩიდან 6 მოიგო და
მხოლოდ 1 წააგო.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული