ჯანლუიჯი ბუფონი: იმედი მაქვს, სარი "იუვენტუსში" დარჩება

AutoSharing Option
ტურინის "იუვენტუსის" მეკარე ჯანლუიჯი ბუფონი იმედოვნებს, რომ გუნდის მწვრთნელი მაურისიო სარი შემდეგ სეზონშიც მათთან დარჩება.

"სწორი იქნებოდა, თუ შედეგის მისაღწევად რაღაც ახალს ვცდიდით. იმედი მაქვს, სარი დარჩება, იმიტომ, რომ ეს იმის ნიშანი იქნება, რომ რაღაც მოვიგეთ. თუკი "ინტერი" გააგრძელებს ევროპის ლიგაზე ბრძოლას, მე ვიტყოდი, რომ ამ შემთხვევაში ჩემპიონატში "ლაციო" იქნება ყველაზე რთული მოწინააღმდეგე. ისინი მხოლოდ კვირაობით თამაშობენ, რაც საკმაოდ მომგებიან პოზიციაში აყენებთ", - ციტირებს ბუფონს Football Italia.

24 ტურის შემდეგ ტურინის "იუვენტუსი" იტალიის ჩემპიონატის სათავეში 57 ქულით მოექცა. შემდეგ 56
ქულით "ლაციო" და 54-ით მილანის "ინტერია".

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული