"ბარსელონასთან" მატჩამდე "ნაპოლიმ" "ბრეშიას" თამაში შემოუტრიალა

AutoSharing Option
სერია A-ს 25-ე ტურში "ნაპოლიმ" სტუმრად 2:1 სძლია "ბრეშიას".

ნეაპოლური გუნდი პირველ ტაიმშიც ფლობდა უპირატესობას, მერტენსმა ორი კარგი მომენტი ვერ გამოიყენა, სამაგიეროდ ჩანსელორმა გამოიყენა და თავურით მასპინძლები დააწინაურა. მეორე ტაიმის დასაწყისში გატუზოს გუნდმა ორი გოლის გატანა მოახერხა. 72-ე წუთზე 6 მეტრიდან კარს ბურთი ბალოტელიმ ააცილა და "ბრეშია" დამარცხდა.

"ნაპოლი" 36 ქულით მე-6 ადგილზეა და 26 თებერვალს ჩემპიონთა ლიგაზე "ბარსელონას" უმასპინძლებს, იტალიის ჩემპიონატზე კი 29 თებერვალს "ტორინოს" დაუხვდება.

ბრეშია. "მარიო რიმანონტი". 14 703 მაყურებელი
ბრეშია - ნაპოლი 1:2
გოლები: 1:0 ჩანსელორი (27), 1:1
ინსინიე (49, პენ), 1:2 რუისი (54)
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული