კიელინის აგენტი: არ ვფიქრობ, რომ კონტრაქტის გახანგრძლივებასთან პრობლემები შეგვექმნება

AutoSharing Option
დავიდე ლიპი, რომელიც ტურინის "იუვენტუსის" მცველის ჯორჯო კიელინის აგენტია, კომენტარს აკეთებს მისი კლიენტისა და გუნდის კონტრაქტის გახანგრძლივებაზე.

"ოფიციალურად კონტრაქტი მაშინ გახანგრძლივდება, როცა ამას კლუბი გამოაცხადებს. არ ვფიქრობ, რომ ამასთან დაკავშირებით პრობლემები შეგვექმნება. ჯორჯო წინ მიიწევს და ის იქამდე ითამაშებს ფეხბურთს, სანამ ჯანმრთელობა ამის საშუალებას მისცემს. ტრავმის შემდეგ დიდ დროს უთმობდა ინდივიდუალურ ვარჯიშებს, კვირას კი ყველა გაგვაოცა, როცა მინდორზე გამოჩნდა. სიმართლე გითხრათ, არ მეგონა თუ ის ითამაშებდა. კიელინის როცა თავში რამე იდეა გაუჩნდება, მისი შეჩერება შეუძლებელი ხდება." - ციტირებს ლიპის Football
Italia. 

ამჟამინდელი კონტრაქტი კიელინის გუნდთან მიმდინარე სეზონის ბოლომდე აკავშირებს. ადრე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ კლუბი ახალ, 1 წლიან კონტრაქტს უმზადებს. 

კიელინი ტურინის "იუვენტუსში" 2005 წელს "ფიორენტინადან" გადმოვიდა. მან 508 მატჩში მიიღო მონაწილეობა, 36 გოლი გაიტანა და 20 შედეგიანი გადაცემა მიიწერა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული