კაპელო სამწვრთნელო კარიერის განახლებას არ აპირებს

AutoSharing Option
მადრიდის "რეალისა" და ინგლისის ფეხბურთის ეროვნული ნაკრების ყოფილი მწვრთნელი ფაბიო კაპელო აცხადებს, რომ არ აპირებს სამწვრთნელო კარიერის განახლებას და არც ერთ კლუბთან მოლაპარაკებას არ აწარმოებს.

ადრე იტალიურ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ "რომა" და "მილანი" მათ ყოფილ მწვრთნელს დაბრუნებას შესთავაზებენ. 73 წლის კაპელო ამჟამად ტელეარხ SKY-ზე ექსპერტად მუშაობს.

"არანაირი კომუნიკაცია არ მქონია არც "რომასთან", არც "მილანთან". დავუბრუნდე სამწვრთნელო სამუშაოს? მე ტელეკამერის ამ მხარესაც კომფორტულად ვგრძნობ თავს", - ციტირებს კაპელოს Calciomercato.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული