მარკიზიო თვითიზოლაციის წესის დამრღვევებს: თავს მძ....ად არ თვლით?

AutoSharing Option
იტალიის ნაკრებისა და ტურინის "იუვენტუსის" ყოფილმა ნახევარმცველმა კლაუდიო მარკიზიომ სოციალურ ქსელ "ინსტაგრამზე" სამედიცინო პირბადით მყოფი ადამიანის ფოტო გამოაქვეყნა და ამაღელვებელი ტექსტიც დაურთო.

"მივმართავ იმათ, ვინც წითელი ზონა დატოვა, რადგან ძალიან უნდოდა. იმათაც, ვინც მეგობრებთან შეხვედრა გადაწყვიტა იმის გამო, რომ სკოლა დახურულია. იმ ადამიანებს, რომლებმაც თხილამურებით სრიალზე უარი არ თქვეს; ბევრს, რომლებსაც საკუთარ გეგმებზე უარი არაფრის დიდებით არ თქვეს. ამ ფოტოს რომ უყურებთ, თავს მძ...რად არ გრძნობთ?"

მოგეხსენებათ, იტალიაში განსაკუთრებულად მძიმე სიტუაციაა. კორონავირუსით დაინფიცირებულთა გარდაცვალების ყველაზე მაღალი პროცენტული მაჩვენებელი სწორედ იტალიაშია.
რესურსების სიმწირის გამო ექიმები იმ ადამიანებს მკურნალობენ, რომლებსაც გადარჩენის მეტი შანსი აქვთ.