
იტალიის ნაკრებისა და ტურინის "იუვენტუსის" ყოფილი ნახევარმცველი კლაუდიო მარკიზიო, La Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით, ხვალ კარიერის დასრულების შესახებ გააკეთებს განცხადებას.
33 წლის ფეხბურთელმა, რომლის უკანასკნელი კლუბიც სანკ-პეტერბურგის "ზენიტი" იყო, პრესკონფერენცია უკვე დააანონსა. ამის გათვალისწინებით, დიდი ალბათობით, იტალიელი შუახაზელი კარიერას ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემების გამო დაასრულებს.
მარკიზიოს კარიერის მანძილზე მხოლოდ 3 კლუბში უთამაშია - ტურინის "იუვენტუსში", "ემპოლისა" და "ზენიტში". ორივე უკანასკნელ გუნდში მარკიზიომ მხოლოდ 1 სეზონი გაატარა. ის იტალიის ნაკრების წევრი 2009 წლიდან იყო და 55 ჩატარებულ შეხვედრაში 5 გოლი აქვს გატანილი.
კლაუდიო მარკიზიო კარიერას ასრულებს" style="height: 50px; width: 50px;" />კლაუდიო მარკიზიო: 27 წლის გავხდი და აქედან 20 "იუვენტუსის" ფორმით გავატარე